აქცია ქუთაისში

ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – დაკავებულია 6 ადამიანი

ფორმულა / კადრი ვიდეოდან

ქუთაისში მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

აქციის მონაწილეები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებენ და ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. 

"საპროტესტო აქციით მოვედით მერიასთან. 4 ადამიანი ვითხოვდით ქალაქის მერთან შეხვედრას, გვაინტერესებდა ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი. რატომ უმასპინძლდებიან ქალაქის მერი და იმერეთის გუბერნატორი ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარ სტუმრებს. როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ ვითხოვდით მერთან შეხვედრას, პოლიციამ სრულიად მოულოდნელად დაიწყო აქციის დარბევა". – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაკავებული აქტივისტების საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები