ევროპული საქართველო

ბაქრაძე: ჩემი და უგულავას პოზიციაა, რომ გუნდმა მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა

განსხვავებული აზრი აქვს გიგა ბოკერიას. თვითონაც გეტყვით ამას. ჩემი და გიგი უგულავას პოზიცია არის, რომ გუნდმა მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა მოხდეს მთლიანად ახალი სახეებისთვის პოლიტიკური ასპარეზის დათმობა და განახლება, გიგას პოზიცია ამ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ მას ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მას შემდეგ ილაპარაკა, რაც მედიას გააცნო თავისი გადაწყვეტილება. პარტიის მომდევნო ყრილობაზე ის დატოვებს თავმჯდომარის პოსტს და ამის შემდეგ პარტიიდანაც წავა. 

კომენტარები