განათლების სამინისტრო

"რატომ არის თქვენი თაობისთვის ჩე გევარა მისაბაძი?" - საზმაუს ტელესკოლის დავალება მოსწავლეებს

განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის საგანმანათლებლო პროექტ "ტელესკოლაში", ისტორიის გაკვეთილი დაეთმო თემას - ცივი ომი და კარიბის კრიზისი.

გაკვეთილის დროს მასწავლებელმა ისაუბრა ცნობილ მარქსისტ რევოლუციონერზე, ერნესტო ჩე გევარაზე, რომელიც მოიხსენია როგორც, "კარგი მებრძოლი და მწერალი", შემდეგ კი, მოსწავლეებს დავალებად მისცა ესე, სათაურით "რა პრინციპით არჩევს დღევანდელი თაობა მისაბაძ ისტორიულ პირებს და რატომ არის თქვენი თაობისთვის ერთ-ერთი ასეთი, ჩე გევარა".

 


ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა გაერკვია არის თუ არა საგანმანათლებლო გადაცემაში გამოყენებული მასალა და სასწავლო პროგრამა შეთანმებული სამინისტროსთან.

სამინისტროს ინფორმაციით, გადაცემის პროგრამა და გამოყენებული მასალა დადგენილია საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ხოლო უფრო კონკრეტულ კითხვაზე, ჯდება თუ არა მომხდარი ფაქტი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, სამინისტროში თქვეს, რომ მომხდარს შეისწავლიან და დეტალურად მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს.







 

კომენტარები