ვაქცინაცია

ტიკარაძე: ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი დოზა ვაქცინა

დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა. გამომდინარე იქიდან, რომ, იცით, მსოფლიოს ბაზარზე რამდენად დეფიციტურია ზოგადად ვაქცინა, ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს პროცესი და საიმედოობა იყოს მაღალი

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი მწარმოებლის ვაქცინაზეა საუბარი. აქამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოში თებერვლის ბოლომდე ფაიზერის 29 500 ვაქცინა შემოდის, შემდეგ კი, ასტრაზენეკას 180-დან 300 000 დოზამდე. 

კომენტარები