სექსუალური ძალადობა

14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, მასზე სექსუალურად მოძალადე 23 წლის კაცი დააკავეს

shutterstock

ქობულეთში, 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის გამო 23 წლის კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. 

ბათუმელების ინფორმაციით, გუშინ, 10 თებერვალს, შსს ამბობდა, რომ არათუ დაკავება, გამოძიებაც კი არ იყო დაწყებული ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეზე.

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად  ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.  გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები