აჭარის პოლიცია

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ავთანდილ გალდავა დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იქნება. აქამდე ამ პოსტს კოტე ანანიაშვილი იკავებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა.

ავთანდილ გალდავა ფიგურირებს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღების საქმეში, როცა გამტაცებელმა ბადრი ესებუამ, საქართველოს ბანკის შენობა მძევლებთან ერთად დატოვა - მათ შორის ერთ-ერთი იყო ავთანდილ გალდავა, რომელიც ესებუას სხვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა. 

კომენტარები