აჭარის პოლიცია

კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დატოვა

კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პოსტი  დატოვა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. მათივე ინფორმაციით, ანანიაშვილის მოვალეობას ამ ეტაპზე, მისი მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი შეასრულებს. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად კონსტანტინე ანანიაშვილი 2018 წელს დაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, კონსტანტინე ანანიაშვილი უწყებაში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს - 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები