ახალი კორონავირუსი მსოფლიოში

გასულ კვირას მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 17%-ით შემცირდა

armradio.am

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ოთხი კვირის მანძილზე მსოფლიოში Covid-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.

ყოველკვირეული ეპიდემიოლოგიური ანგარიშის თანახმად, გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსის 3.1 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 17%-იანი შემცირებაა წინა კვირის იმავე მაჩვენებელთან შედარებით.

ოქტომბრის შემდეგ ეს ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა, 871 365 აშშ-ში გამოვლინდა, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 19%-ით არის შემცირებული. ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობა გამოვლინდა ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში.

რეგიონების მხრივ ყველაზე მეტად ახალი შემთხვევების რაოდენობა 22%-ით აფრიკაში შემცირდა. 

მეორე კვირაა ზედიზედ, შემცირდა COVID-19-ით გამოწვეული გარდაცვალების რაოდენობაც. გასულ კვირას ინფექციით 88 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა მონაცემთან შედარებით 10%-იანი შემცირებაა.

პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში Covid-19-ის 105.4 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2.3 მილიონი ადამიანი.

კომენტარები