ანექსირებული ყირიმი

უკრაინა Twitter-ს: წაშალეთ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამინისტროს "ოფიციალური" გვერდი

აშშ-ში უკრაინის საელჩო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სან ფრანცისკოში უკრაინის საკონსულო Twitter-ს მოუწოდებენ, გააუქმონ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისის "ოფიციალური" გვერდი ანექსირებულ ყირიმში. 

Twitter-ს წერილი უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ვოლოდიმირ იელჩენკომ, გაუგზავნა

"ყირიმში რუსული ოკუპაციის მაღალჩინოსნები ვერ დახასიათდებიან, როგორც ოფიციალური და ლეგიტიმური". – წერია განცხადებაში. 

Twitter-ზე ამ ანგარიშის დახასიათებაში წერია, რომ ეს სიმფეროპოლში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფიციალური გვერდია და მას შემოწმების ცისფერი ნიშანი აქვს. 

Twitter ამგვარ ნიშანს ანიჭებს საზოგადოებისთვის საინტერესო ისეთ გვერდებს, რომლებიც "ავთენტურად" ითვლება და გასულ წელს პირობა დადეს, რომ გააუმჯობესებდნენ დადასტურებული პროფილების იდენტიფიკაციის პროცესს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ემინე ძეპარი Twitter-ს რუსეთის "პროპაგანდასა და დეზინფორმაციაში" ადანაშაულებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სუვერენიტეტის შელახვას და ასევე, "რუსული" სტატუსის ლეგიტიმაციას ყირიმზე.

კომენტარები