16 და 17 აპრილს რუსმა სამართალდამცავებმა ანექსირებულ ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარეს. კრემლის მედიების ცნობით დაკავებულია ნეონაცისტური დაჯგუფება Белая Масть-ის 12 წევრი.
როგორც კრემლის მედიები წერენ დაჯგუფების ლიდერი და დამფუძნებელი მიხაილ მაუროვი თავს საქართველოს აფარებს.
"დაკავებულების სახლებიდან რუსეთის სპეცსამსახურებმა ამოიღეს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურა, ნაციონალისტური ატრიბუტიკა.
დაჯგუფების ლიდერს დავალებული ჰქონდა საბრძოლო ერთეულის ფორმირება, გაწვრთნა და უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა". – წერს გამოცემა TACC.
რუსეთის შსს-ს მტკიცებით დაკავებულების ტელეფონებში აღმოჩენილი მიმოწერა უკრაინის მხარეს მებრძოლ მოხალისე რუსულ დაჯგუფებებთან.
ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამ ეტაპზე სუს-ი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
