ეკონომიკა

2020 წელს წვეულებებსა და საჩუქრებში ოთხი ქალაქის მერიამ 245 ათასი ლარი დახარჯა

ფოტო: vincoevents.com

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2020 წელს, მიუხედავად შეზღუდვებისა, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მერიებმა წარმომადგენლობით ხარჯებში 245 442 ლარი გადაიხადეს. 

წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს: წვეულებების, ღონისძიებების, საჩუქრების შეძენის, მგზავრობის, სასტუმროში მომსახურებისა და სხვა ტიპის ხარჯებს. 

“შეზღუდვებს შორის აღსანიშნავია შეკრების თავისუფლების შეზღუდვა. ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად მოუწოდებდნენ მოსახლეობას, თავი შეეკავებინათ შეკრებებისა და წვეულებებისაგან. მიუხედავად მსგავსი მოწოდებებისა, საჯარო დაწესებულებები კვლავ განაგრძობდნენ ფულის დახარჯვას წარმომადგენლობით ხარჯების სახით“. – წერს ფლანგვის დეტექტორი. 

2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები ასე გადანაწილდა: 

  1. თბილისის მერია - 142 931 ლარი, 
  2. ქუთაისის მერია - 84 266 ლარი, 
  3. ბათუმის მერია - 10 284 ლარი,
  4. ფოთის მერია - 6 254 ლარი. 
     

კომენტარები