კრისტოფერ პლამერი

მსახიობი კრისტოფერ პლამერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი კანადელი მსახიობი, კრისტოფერ პლამერი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ის კაპიტან ფონ ტრაპის როლს ასრულებდა ცნობილ მიუზიკლში "მუსიკის ჰანგები".

ის, ასევე, ცნობილია ფილმებით The Man Who Would Be King, All the Money In The World, The Exception, A Beautiful Mind და სხვ. 

პლამერი ფლობდა ოსკარს, ემის, ოქროს გლობუსს, BAFTA-ს და სხვა ჯილდოებს. ის ყველაზე ასაკოვანი მსახიობია, რომელიც ოსკარით დაჯილდოვებულა.

კომენტარები