მაკო გომური

გაბუნია გომურზე: სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, თუ რამე შეფერხება იყო, დღესვე გამოსწორდება

საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის მართვის ახალი ხელმძღვანელი იქნება აუცილებელად მასთან [მაკო გომურთან] კომუნიკაციაში, ისევე, როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მე და ყველა ის თანამშრომელი, რომელიც შესაძლოა, ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საკითხში.

აქამდე რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას უწყება შეისწავლის, თუმცა, ამ მომენტისთვის, ჩვენ არანაირ შეფერხებას არცერთ შემთხვევაში არ მოველით. ის, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხარესაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის, როგორც ფინანსურად, ისე ნებისმიერი სხვა კუთხით, ეს საკითხი ძალაშია და ამას ბოლომდე მივიყვანთ. თუ იყო რამე შეფერხება, ის დღესვე გამოსწორდება. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის Facebook პოსტს ეხმაურება. გომური წერს  ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე და ამბობს, რომ გერმანიაში გეგმურ ვიზიტზე სახელმწიფოს მხრიდან აღარავის მიჰყავს.

კომენტარები