მაკო გომური

გომური გახარიაზე: არ გამხარებია, არც 20 ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიებას შეუწყო ხელი

საერთოდ არ ვარ გასწორებულში.

არც გამხარებია, რავი, მიზეზი არ მაქვს მაგის.

არც ოც ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.

რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი, რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ "მთავარის" სათქმელს. ასე რომ, არ ვგრძნობ არც კმაყოფილებას და არც რაიმე მაგდაგვარს.

მადლობა, ნახვამდის

წერს გიორგი გახარიას გადადგომაზე მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები