მაკო გომური

ცქიტიშვილი: მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება, თუ რამე უხერხულობა იყო, ვწუხვარ

როგორც იცით, მაკო გომურთან მიმართებით გვქონდა მკურნალობის კურსი დაფინანსებული, მკურნალობის ხარჯებზე ვეხმარებოდით ქალბატონ მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს  ბატონ ავთანდილ თალაკვაძის პირადი პასუხისმგებლობა არ იყო, ეს  არის ჯანდაცვის სამინისტროს ნება, გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, დახმარების პროგრამა მის მიმართ გაგრძელდება, ბუნებრივია.

ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი, თუ რამე იყო მსგავსი....

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი 20 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებულის, მაკო გომურის Facebook-პოსტს ეხმაურება. გომური წერს, რომ გერმანიაში გეგმურ ვიზიტზეა დაბარებული და სახელმწიფოს მხრიდან "კაციშვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს".

კომენტარები