გადაადგილების შეზღუდვის მთავარი მიზეზი კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელებაა [...] სწორედ 21:00 საათის შემდეგ, როგორც წესი, ხდება ხოლმე ოჯახებს შორის შეკრებები, სუფრების გამართვა და ასეთი ტიპის სოციალური ინტერაქცია, რომელიც, როგორც წესი, პირბადის გარეშე მიმდინარეობს და, შესაბამისად, მაღალი რისკია.
საქართველოში, ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, როდესაც ვაკვირდებით, თუ როგორ იქცევიან და აკონტროლებენ ეს ქვეყნები ვირუსის გავრცელებას, ვნახავთ, რომ ასეთი ტიპის გადაადგილების შეზღუდვები მოქმედებს, ბევრად უფრო მკაცრიც. არა მხოლოდ 21:00 საათზე, ზოგს საღამოს 6 საათიდანაც აქვს ეს წესი. ძალიან ბევრ ქვეყანაში, ევროპაშიც მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვა მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება – შეგახსენებთ, რაც ჩვენ რეალობაში არასდროს გვქონია...