კორონავირუსი და შეზღუდვები

გახარია: პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე, ჯარიმა გაორმაგდება

[შეზღუდვების შემსუბუქება] ზრდის ჩვენს პასუხიმგებლობას. არა მარტო მოქალაქეების არამედ ბიზნესის, კონკრეტული ბიზნესის და ორგანიზაციების. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობისა იმისა, რომ, მაგალითად, როდესაც პირბადის წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში, ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური ვიდრე პირბადე, დისტანცია, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია, ვერ მოიგონა, ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ეს წესები, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ინტერესშია. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. ახალი გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება. 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში ამოქმედდებიან. 15 თებერვლიდან სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. 

კომენტარები