მთავრობის ადმინსიტრაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა ქემოკლიძე დაინიშნა

1tv.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კახა ქემოკლიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

გახარიამ აღნიშნა, რომ კახა ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას.

"კახა ქემოკლიძე ჩვენს გუნდში უკვე წლებია, მუშაობს. ის არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM-ის შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას".- ამბობს გიორგი გახარია. 

კომენტარები