SpaceX

ილონ მასკის SpaceX-ის რაკეტა სატესტო გაფრენის შემდეგ ისევ დაშვებისას აფეთქდა [VIDEO]

ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის რაკეტა SN9 სატესტო გაფრენის შემდეგ დაშვებისას აფეთქდა. ეს ამ ტიპის რაკეტის მეორე გამოცდა იყო. ორი თვის წინ SpaceX-ის რაკეტის სატესტო გამოცდა ასევე აფეთქებით დასრულდა.

რაკეტა SN9 ტეხასიდან გაუშვეს. 10 კილომეტრის სიმაღლის მიღწევის შემდეგ ის გვერდზე გადატრიალდა და დაშვება დაიწყო, თუმცა დაშვებამდე გასწორება ვერ მოასწრო და ზედაპირს დაეჯახა და აფეთქდა. 

მასკის კომპანია რაკეტის შემუშავებაზე რამდენიმე წელიწადში მარსზე ადამიანების გადასაყვანად მუშაობს.

კომენტარები