მთელი თემის გადატანა იმაზე, რომ თითქოს მოლაპარაკებები არის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, სისულელეა, ტყუილია, უბრალოდ არ არის შესვლა-არშესვლაზე ეს მოლაპარაკებები. ეს არის მთავარი თემა ოცნებისთვის, თორე არასოდეს არ ყოფილა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და იქ სხედან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იძახიან, რომ მათ შორის ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, 4 პუნქტი რომ არის წარდგენილი, თუ დააკმაყოფილეს, იმ შემთხვევაშიც არ აპირებენ ისინი პარლამენტში შესვლას. ეს, მათ შორის მოლაპარაკებების მაგიდაზეც ისმოდა.
ეხლა რომ რაღაც ვადა იწურება, ყველამ ვიცოდით მანამდე, მეც ვიცოდი და მიუხედავად ამისა, გადავდგი ეს ნაბიჯი და ეხლა, როდესაც ოცნება არ მოდის დათმობაზე, საუბარი იმაზე, რომ მოდი ეხლა კიდე ვადა გავახანგრძლივო, იქნებ დარჩეს რაღაცა შანსი და რაღაცები, ჩემი აზრით, არის ერთი ადგილის თამაში, ჩემი მხრიდან იქნება ერთი ადგილის თამაში, სხვას არავის არ ვეხები, მე რაც ვთქვი, ჩემ სიტყვაზე ვარ მე პასუხისმგებელი...
არჩევნები 2020