ჩხოროწყუ

"ყველა მკაცრად დაისჯება" – ჩხოროწყუს მერი მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავებაზე

"მინდა, დარწმუნებით ვთქვა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ფაქტში მონაწილეობას იღებდა, ვინც იყო ორგანიზატორი, მკაცრად დაისჯება". – ამბობს ჩხოროწყუ მერი დავით გოგუა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანეს.

მერის განამარტებით, როგორც კი მათთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობა დაატოვებინეს, შემდეგ კი საკითხის მოკვლევა დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

როგორც ტაბულასთვის ცნობილი გახდა, პირი, რომელმაც მოსწავლეები მერიაში წაიყვანა, არც სკოლის მასწავლებელია და არც მერიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები, სკოლის დირექციის თანხმობით, "დასუფთავების აქციაზე" წაიყვანეს.

კომენტარები