ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეში ბანკომატის მოპარვის მცდელობისას საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დააზიანეს. ტაბულას ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა ბანკომატის წაღება ვერ მოახერხეს.
როგორც ფორმულას მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, დაზიანებულია საზოგადოებრივი ცენტრის შენობის შუშები - ტელეკომპანიის ცნობით, შენობა აფეთქებისას დაზიანდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას ნიშნავს.