კორონავირუსი საქართელოში

შსს: ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 685 ადამიანი დაჯარიმდა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 685 ადამიანი. 

პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისას ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარია, ხოლოდ იურიდიულ პირისა - 10 000 ლარი. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები