კაპიტოლიუმის ვიკინგი

"კაპიტოლიუმის ვიკინგი" მზად არის ტრამპის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს

CBC

ჯეიკობ ენტონი ჩენსლი, იგივე "შამანი" და "კაპიტოლიუმის ვიკინგი" მზად არის, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მოსმენაზე ჩვენება მისცეს. ინფორმაციას ჩენსლის ადვოკატი ალბერტ უოტკინსი ავრცელებს.

ჩენსლი კაპიტოლიუმზე თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ სხვა თავდამსხმელებთან ერთად დააკავა. რქიანი ქუდის გამო პრესამ მას "ვიკინგი" შეარქვა.

"პრეზიდენტმა მონუსხა ბატონი ჩენსლი, ჩემი კლიენტი კაპიტოლიუმს მისი მოწოდებით დაესხა, თავს ისე გრძნობს თითქოს ტრამპმა უღალატა". – განაცხადა უოტკინსმა.

ადვოკატის თქმით, ჩენსლის გარდა დაკავებულთაგან კიდევ ოთხი ადამიანი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმის შენობას ტრამპის მოწოდებით დაესხა თავს.

 

 

 

 

კომენტარები