დავითგარეჯის საქმე

კობახიძე: მელაშვილი და ილიჩოვა საპატრიარქოს პატიმრებიც იყვნენ

ძალიან კარგია რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხიდან გამოუშვეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხელისუფლებას მათ დაპატიმრებაში ეკლესია დაეხმარა. ეკლესიის პატიმრებიც იყვნენ ისინი. ამ სიყალბეზე სამთავრობო პროპაგანდაში მონაწილეობდა საპატრიარქო, განა მხოლოდ არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, არამედ მოსაყდრე შიო, მეუფეები: იობი, ეფრემი, ექვთიმე, ნიკოლოზი და სხვები. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მთლიანად, უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი ახალგაზრდა თანამშრომელი მღვდლები: გურამ ჭარელაშვილი, არჩილ ხაჩიძე, თეიმურაზ ქორიძე, იოანე მჭედლიშვილი და სხვები. უამრავი მღვდელი მონაწილეობდა, აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი. ეს მამა კირიონი ბოლო, 14 დეკემბრის ინტერვიუში ამბობს: ''ეს საქმე მოღალატეობრივად ყარს!''.

წერს Facebook-ზე თეოლოგი ბასილ კობახიძე. აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა წევრებმა, ივერი მელაშვილიმა და ნატალია ილიჩოვამ საპატიმრო დღეს, 28 იანვარს დატოვეს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

კომენტარები