მალი

საფრანგეთისა და მალის სამხედრო ძალებმა ერთობლივი იერიშების შედეგად 100 ტერორისტი მოკლეს

AP

იანვარში მალიში საფრანგეთისა და მალის სამხედრო ძალებმა ერთობლივი იერეიშების შედეგად 100 ჯიჰადისტი მოკლეს.

მალის სამხედრო ძალების თანახმად, მოკლულია 100 ტერორისტი, ხოლო დაკავებულია - 20. ოპერაციების შედეგად ფრანგულმა და მალის სამხედრო ძალებმა ხელში ჩაიგდეს მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკაც.

მიმდინარე თვის დასაწყისში საფრანგეთის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ბურკინა ფასოსთან მალის საზღვარზე 15 ჯიჰადისტი მებრძოლი მოკლეს.

ჯიჰადისტების ამბოხი მალის ჩრდილოეთ ნაწილში 2012 წელს დაიწყოს. მოგვიანებით დაპირისპირების მასშტაბი გაიზარდა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და მეზობელ ბურკინა ფასოსა და ნიგერშიც გავრცელდა. საფრანგეთის ინტერვენცია 2013 წელს დაიწყო, რათა მალის სამხედრო ძალებს ჯიჰადისტების შეჩერებაში დახმარებოდა. 2014 წელს ფრანგული ძალების თაოსნობით დაიწყო ოპერაცია "ბარხანი", რომლის მიზანია საჰელის რეგიონში ჯიჰადისტი ამბოხებულების განეიტრალება. ოპერაციის ფარგლებში ამ დროისთვის საჰელის რეგიონში 5 100 ფრანგი სამხედროა მივლინებული.

კომენტარები