კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 697 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 195 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 697 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 195 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 309 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 49, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  თბილისში 144 ადამიანია, აჭარაში - 2, იმერეთში - 24 . 

24 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 242 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  3 055 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები