არჩევნები 2020

აქტივისტებმა ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს

სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა, ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ორგანიზაცია წერს, რომ ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის ერთიანობის მიუხედავად შევიდა, თუმცა ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

"საკუთარი კეთილდღეობისთვის კომფორტს ამჯობინებს, საკადრის პასუხსაც მიიღებს ქართველი ხალხისგან P.S. ტაქსის მძღოლმაც კი უარი თქვა მოღალატის მომსახურებაზე". – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივა.

მომხდარს გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. სამადაშვილი წერს, რომ "ამარზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება".

დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით იღებდა. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც

კომენტარები