ლიტვა-საქართველო

გია აბაშიძე გიორგი კანდელაკს ლიტვის შეურაცხყოფაში ამხელს

სამთავრობო სპიკერი, გია აბაშიძე ევროპული საქართველოს წევრს, გიორგი კანდელაკს ლიტვის შეურაცხყოფაში ამხელს.

"ე.წ. ევროპული საქართველოს ე.წ. ევროპელი პოლიტიკოსი. გოიმო, ლიეტუვა და არა ლიტვა! დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქაჯანა პრიბალტიკასა (სწორია ბალტიის ქვეყნები) და ამიეკავკასიასაც (სწორია სამხრეთ კავკასია) წერს, ამბობს. 

ატყობთ, რა გაუნათლებელი ნოდარ მელაძეები არიან?" - წერს გია აბაშიძე. 

გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას , რომ საქართველოს მთავრობას ამ დროისთვის ვაქცინის 186 000 დოზაზე აქვს კონტრაქტი. 

"ჩინურ ვაქცინას რომ ვიწუნებდით, აღმოჩნდა რომ მაგაზეც ვერ იქაჩებიან. ამ დროს, ჩვენზე პატარა ლიტვაში უკვე 60 ათასი ადამიანია ვაქცინირებული, გაზაფხულზე კი მოხდება მთელი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინირება. ქუჩები მორეცხეთ, ქუჩები!" - დაწერა კანდელაკმა. 

კომენტარები