ვაქცინაცია

ტიკარაძე Sinovac-სა და Sputnik-ზე: თუ იქნებიან უსაფრთხო, ეფექტური ვაქცინების სიაში, შემდეგ გადავწყვეტთ

ჩვენ ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ Covax-პლატფორმის ფარგლებში მივიღებთ ასტრაზენეკას, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა.

მესმის, რომ ეს კითხვა გულისხმობს გარკვეულწილად იმასაც, ვართ თუ არა ჩვენ ორიენტირებული ჩინური ან რუსული ვაქცინის მიმართ.

აქ ცალსახად მინდა განვმარტო, რომ ჩვენ შემოვიტანთ მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც აღიარებული იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ამ ეტაპზე ჩინურ ვაქცინას არ გააჩნია დამადასტურებელი საბუთი, რომ ჩვენ ეს მივიღოთ, როგორც ვალიდური ვაქცინა.

ჩვენ დაველოდებით პროცესს და უკვე იმ საერთო გადაწყვეტილების მიხედვით, თუ იქნა უსაფრთხო ვაქცინების და ყველაზე ეფექტური ვაქცინების ნუსხაში, მერე მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს ჩინური ვაქცინის საქართველოში შემოტანის შესახებ, ამ ეტაპზე ამას არ განვიხილავთ.

რუსულ ვაქცინაზეც პოზიცია არის იგივე, მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარება არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, ისიც არ მონაწილეობს იმ კონკურენტული ვაქცინების სიაში, რომელსაც დღესდღეობით საქართველო განიხილავს, როგორც მისი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის შესაფერის ვაქცინად...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში კითხვაზე, ფაიზერის გარდა, რომელი ვაქცინის შემოტანას აპირებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები