აფეთქება ესპანეთში

მადრიდში აფეთქების შედეგად შენობა ჩამოინგრა [Video]

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტოლედოს ქუჩაზე საცხოვრებელ შენობაში აფეთქება მოხდა. შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა.

ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები. მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

პოლიციის ინფორმაციით, არიან დაშავებულები. დაკარგულად ითვლება 2 ადამიანი.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ესპანური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები