COVID-19-ზე ვაქცინაცია

ნორვეგიამ ვერ გამოავლინა კავშირი ვაქცინასა და ხანდაზმულთა სიკვდილიანობას შორის

ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ბოლოდროინდელ შემთხვევებსა და Covid-19-ის ვაქცინებს შორის კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. 

თავდაპირველი ანგარიშის თანახმად ნორვეგიაში ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა 80 წელს გადაცილებული 23 ტერმინალურად ავადმყოფი პაციენტი. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მათგან 13-ის გარდაცვალებაში წვლილი ჰქონდა ვაქცინის გვერდით მოვლენებს, რომლებიც კრიტიკულად ავადმყოფ პაციენტებში გამოვლინდა ჩვეულებრივზე მძიმე ფორმით. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ნორვეგიამ გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, გადაწონის თუ არა მძიმედ ავადმყოფ ხანდაზმულ პაციენტებში ვაქცინის გვერდითი მოვლენების რისკი სარგებელს და უნდა შეიზღუდოს თუ არა ვაქცინაცია 75 წელს ზემოთ მყოფი პაციენტებისთვის. 

 ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინასა და ხანდაზმულთა სიკვდილიანობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ გამოვლინდა. 

"ამ პაციენტებს ჰქონდათ სერიოზული დაავადებები. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ისინი ვაქცინებისგან გარდაიცვალნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დამთხვევა იყო და გარდაცვალების მიზეზი მძიმე დაავადებებს უკავშირდება,". – ამბობს ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს დირექტორი სტეინარ მადსენი.

"Covid-19-ის ვაქცინაციის შემოფარგვლა მხოლოდ 75 წელს ქვემოთ მყოფებისთვის არ არის მხარდაჭერილი აშშ-ს მონაცემებითაც, სადაც 14 მილიონი ადამიანი აიცრა. ჩვენი ანალიზის თანახმად, ნორვეგიის მაღალი სიკვდილიანობა მძიმე, უკონტროლო დაავადებებს უნდა მივაწეროთ". – განაცხადა ბლუმბერგის ანალიტიკოსმა, სემ ფეზელიმ. 

 

კომენტარები