კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა

საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა, ვინაიდან ამ კლინიკების რაოდენობით, როდესაც მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ საწოლფონდის საჭიროება ერთეულებით დაითვალონ 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით უკვე შეგვიძლია კლინიკები დათვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს პაციენტის მომსახურების ჯაჭვი, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. სწორედ აქედან გამომდინარე ახლა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება, სადაც, რა თქმა უნდა, პირველი მახასიათებელი არის პაციენტისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდება და ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. 

ჩვენ არ გვაქვს ჩამკეტი ვთქვათ – არა, ჩვენ აღარ გვჭირდება მეტი საავადმყოფო, აღარ გვჭირდება მეტი საწოლი. ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი, რომლითაც მივუთითებთ კერძო ბიზნესს და ვეტყვით, რომ პირობითად, დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება კარდიოქირურგია, მაგრამ გვჭირდება ნეიროქირურგია. თუ არ არის ბაზარზე შემოსვლის გარკვეული ჩამკეტი, ის მრავლდება და მრავლდება.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში კერძო კლინიკებზე საუბრისას იმედის ეთერში. 

კომენტარები