აზერბაიჯანი

ალიევმა ფუზულის რაიონში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საძირკველი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, 14 იანვარის მთიანი ყარაბაღის მეზობელ ფუზულის რაიონში ფუზულის აეროპორტის საძირკველის ჩაყრაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტმა ასევე გახსნა ფუზული - შუშის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა.

ალიევმა აზერბაიჯანის პირველ ლედისთან და შვილთან ერთად მოინახულა ქალაქი შუშა. 

2020 წლის 9 ნოემბრის მთიანი ყარაბაღის შეთანხმების შემდეგ ფუზულის რაიონსა და ქალაქ შუშაზე კონტროლი აზერბაიჯანს დაუბრუნდა.

აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმების ფარგლებში მხარეები, სომხეთი და აზერბაიჯანი, საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. მთიანი ყარაბაღის რეგიონში ასევე განთავსდებიან რუსი სამშვიდობოები. რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები