სამტრედია

სამტრედიაში რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა, მაშველებმა მე-2 მხარეს დარჩენილი 5 პირი გამოიყვანეს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ღამით, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და სამტრედიაში სახლები დატბორა.  

"უხვი ნალექის მოსვლის შედეგად მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე მოქალაქე ვერ ახერხებდა უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას. მეხანძრე მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მცურავი საშუალებების გამოყენებით, მოხდა ხუთივე მოქალაქის უვნებლად გამოყვანა". – ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი. 

როგორც ადგილობრივი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, ადგილიდან მსხვილფეხა საქონლის გამოყვანა ვერ მოახერხეს. 

"შევეცადეთ, რომ საქონელი გამოგვეყვანა, მაგრამ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რომ ისინი ცალკე კუნძულზე [დარჩნენ] მე კიდევ - ცალკე კუნძულზე და წყალი იმატებდა". –ამბობს ის.

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, შოთა შალამბერიძე კი ამბობს, რომ უხვი ნალექის გამო, წყალდიდობის თვალსაზრისით, პრობლემა რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეიქმნა - ხარაგაულში, წყალტუბოსა და სამტრედიაში. 

"ფაქტობრივად, ჩვენ ყველგან დროულად მოვახდინეთ რეაგირება". – ამბობს შოთა შალამბერიძე.

კომენტარები