ილონ მასკი

ილონ მასკი უმდიდრესი ადამიანი 5 დღით იყო — ჯეფ ბეზოსი პირველ ადგილს დაუბრუნდა

SpaceX-ისა და ტესლას დამფუძნებელი, ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი აღარ არის, რადგან მას ამაზონის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა გაუსწრო.

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 11 იანვარს ტესლას აქციების ფასი 8%-ით დაეცა და  მასკის ქონების ღირებულება დაახლოებით 14 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამჟამად იგი 176.2 მილიარდი დოლარის ქონებას მფლობელია.

ჯეფ ბეზოსის ქონების ღირებულება კი 182.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 11 იანვარს 2%-იანი ვარდნა განიცადა ამაზონის აქციების ფასმაც, რამაც ბეზოსს 3.6 მილიარდი დოლარი დააკარგვინა.

ილონ მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველი ადგილი 7 იანვარს დაიკავა, როდესაც მისი ქონების ღირებულება 188 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

 

კომენტარები