არ ვიცი, ქართველები ასეთი მიმნდობები ვართ, თუ ხანდახან მართლა გვინდა, დავიჯეროთ რაღაც. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, ეს კაცი, მილიარდები რომ აქვს, 15 წელი ჭორვილაში რატომ ზის. ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით, ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის, მაგრამ ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა. თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად...
ნინო ბურჯანაძე
ბურჯანაძე ივანიშვილზე: ნორმალური ფსიქიკისაა კაცი, რომელიც 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?
tbl.ge/5dkk
დაკოპირდა
ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, ტვ პირველის ეთერში ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე.
ამავე თემაზე
- HANGOVER-ის მსახიობმა ნინო ბურჯანაძის ვიდეო გამოაქვეყნა
- ბურჯანაძე: გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მომიხდია, იყო წუხილი იმაზე, რაც მოჰყვა პროცესს
- რუსული მედია: ბურჯანაძემ კოსაჩევს გავრილოვის ღამის გამო ბოდიში მოუხადა
- ბურჯანაძე: ჩვენ დღეს რა მდგომარეობაში ვართ იცით? ცუდი ვარიანტის საბჭოთა კავშირია
- ბურჯანაძე: ენმ-ს ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ბევრ ცუდში, ისე კარგშიც