ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი პოლიტიკაში მოსვლისას არასდროს ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა. ჩვენ გვახსოვს მისი პოლიტიკაში მოსვლა და ის დაპირებები, რომლებიც დაასრულებდა ძალადობრივ რეჟიმს, რაც მან განახორციელა. ასევე, მისი დაპირება, რომ უზრუნველყოფდა, რომ არ იქნებოდა განხორციელებული რევანში, რომელიც სამწუხაროდ, ყველა წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ხოლმე და ესეც უზრუნველყო. მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის, მოხდა ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსის გაძლიერება...
ბიძინა ივანიშვილი
კუჭავა: ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ ივანიშვილის მიზანი არასდროს ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა
tbl.ge/5die
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომელშიც ის ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




