ბუნებრივია, ადამიანურად ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება. ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ აბსურდულ ნარატივსა და მესიჯს ვნახავთ ოპოზიციისგან, ისინი ეცდებიან, ეს ძალიან, ერთი მხრივ თამამი, დემოკრატიული, მორალური სტანდარტებისა და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება რამენაირად გააუფერულონ...
tbl.ge/5dip
დაკოპირდა

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომელშიც ის ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




