კორონავირუსი საქართველოში

მეუფე ანტონს COVID-19 დაუდასტურდა

რუსთავი 2

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ინფორმაცია ამის შესახებ ინტრეპრესნიუსს პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ დაუდასტურა. 

როგორც ცისანა შარტავა ამბობს, მეუფე ანტონს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია. 

"იყო პნევმონია, საშუალო მიმდინარეობის მეუფესთან. 3 თუ 4 იანვარს დაუდასტურდა". - ამბობს ის ინტერრესნიუსთან. 

7 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 235 491 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 695 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 694 კი გარდაიცვალა.

კომენტარები