სამხრეთ კორეა-ირანი

სეული და აშშ ირანის მიერ დაკავებული სამხრეთ კორეის ტანკერის გათავისუფლებას ითხოვენ

BBC

ირანის რევოლუციურმა გვარდიულმა ომანთან, სამხრეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, ეკიპაჟი დააკავა. ამის შესახებ ირანის მედიაში 4 იანვარს განაცხადეს.

სეული ადასტურებს, რომ ირანმა სამხრეთ კორეული ქიმიური ტანკერი დააკავა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 

რამდენიმე ირანულ მედიაში, მათ შორის სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადეს, რომ ირანმა ტანკერი ყურის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების გამო დააკავა. 

"ადგილობრივი ოფიციალური პირების პირველადი ცნობით, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია და გემი ზღვის დაბინძურების გამო ნაპირზე გადაიყვანეს". – სახელმწიფო ტელევიზია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, საიდ ხატიბზადეს, სიტყვებს ციტირებს.

ნახევრად ოფიციალურ Tasnim-ის ახალი ამბების სააგენტოში განაცხადეს, რომ ეკიპაჟის დაკავებულ წევრებს შორის არიან სამხრეთ კორეის, ინდონეზიის, ვიეტნამისა და მიანმარის მოქალაქეები. 

ირანის სახელმწიფო მედიაში აღნიშნეს, რომ ტანკერი ქალაქ ბენდერ-აბასშია.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტოს ცნობით, ტანკერზე 20 პირი იმყოფება.

სამხრეთ კორეის ტანკერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც.

"სპარსეთის ყურეში რეჟიმი აგრძელებს სანავიგაციო უფლებებისა და თავისუფლებებისთვის საფრთხის შექმნას". - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს სანქციების შემსუბუქების მიზნით, ირანის მიერ საერთაშორისო საზოგადოებაზე აშკარა ზეწოლის მცდელობაა. 

შემთხვევა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეირანში დაგეგმილი ვიზიტის წინ მოხდა.

ირანში განაცხადეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანს რამდენიმე დღეში ეწვევა, რა დროსაც ოფიციალური პირები განიხილავენ ირანის მოთხოვნას, რომ სამხრეთ კორეის ბანკებში სამხრეთ კორეამ გაათავისუფლოს  აშშ-ს სანქციების გამო 7 მილიარდი აშშ დოლარის გაყინული აქტივები.

ტანკერის დაკავების შემდეგ კი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ამჟამად განიხილავენ, ეწვევა თუ არა მინისტრი ირანს.

კომენტარები