საქსტატმა ნოემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით, რაც ივნისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
უკვე მეცხრე თვეა, რაც საქართველოს ეკონომიკა მცირდება. თავდაპირველად მთავრობა მშპ-ს 5%-იან კლებას ვარაუდობდა, თუმცა ნოემბრის ბოლოს შემოღებული შეზღუდვების შემდეგ კლების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. ჯამურად, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9%-ით შემცირდა.
მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი თვეების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:
- იანვარი – 5.1% ზრდა;
- თებერვალი – 2.2ზრდა;
- მარტი – 2.7% კლება;
- აპრილი – 13.5% კლება;
- მაისი – 16.6% კლება;
- ივნისი – 7.7% კლება;
- ივლისი – 5.5% კლება;
- აგვისტო – 5.3% კლება;
- სექტემბერი – 0.7% კლება;
- ოქტომბერი – 3.9% კლება;