ენტონი ჰოპკინსი

ენტონი ჰოპკინსი: 45 წელია, ფხიზელი ვარ

Media Npr

სერ ენტონი ჰოპკინსი სიფხიზლის 45 წლისთავს აღნიშნავს. ინგლისელი მსახიობის თქმით, ალკოჰოლისთვის თავი რომ არ დაენებებინა, დღეს, დიდი ალბათობით, ცოცხალი არ იქნებოდა.

"45 წლის წინ ჩემი ცხოვრება ფსკერისკენ მიექანებოდა. არავის დამოძღვრას არ ვაპირებ, მაგრამ იმ დროს საკუთარ თავს დავუსვი კითხვა - "სიცოცხლე გსურს თუ სიკვდილი"? ალბათ, მიხვდით, რომ სიცოცხლე ავირჩიე. მოგვიანებით შვება ვიგრძენი და ცხოვრება მშვენიერი გახდა. რაც შეეხება ახალ წელს, 2021 საუკეთესო იქნება". – იხსენებს მსახიობი.

 

 

კომენტარები