ეკონომიკა

თურნავა: გაზის მოხმარების ტარიფები მოსახლეობისთვის არ იზრდება

გაზის მოხმარების ტარიფები არ იზრდება მოსახლეობისთვის, აქაც არის საყოფაცხოვრებო მოხმარება, ანუ მოსახლეობა და არის კომერციული მოხმარება. საყოფაცხოვრებო მოხმარების გაზის ტარიფების გადახედვა წელს არ იგეგმება. შეგახსენებთ, რომ 1 წლის წინ მოხდა გადახედვა გაზის ტარიფების, იმიტომ, რომ დიდი ინვესტიცია განხორციელდა გაზიფიკაციაში და ეს აისახა ტარიფში, მაგრამ მოსახლეობას ეს საერთოდ არ უგრძვნია, რადგან ჩვენ მაშინაც, როგორც ახლა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასუბსიდირებთ ამ გარკვეულ ნაზარდს სახელმწიფო კომპანიის, გაზის კორპორაციის მეშვეობით და რომ არა ეს სუბსიდირება, გაცილებით მაღალი იქნებოდა საფასური მოსახლეობისთვის. 

რაც შეეხება კომერციული გაზის მოხმარებას, აქ რეგულირება არ ხდება, ეს არის თავისუფალი საბაზრო ფასები, რომელსაც ადგენენ კომპანიები. ჩვენ გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს თბილისი ენერჯისთან, მე გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს კომერციული გაზის ფასების ზრდა პურპროდუქტების მწარმოებლებისთვის, ზოგადადაც, მცირე ბიზნესისთვის, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ არ მოხდება გაზის ფასების ზრდა...

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები