კორონავირუსი რუსეთში

Levada: რუსეთის მოსახლეობის 58%-ს კორონავირუსის რუსული ვაქცინის გაკეთება არ სურს

Shutterstock

ცენტრ Levada-ს გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, 58%-ს, კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის, Sputnik V-ს, გაკეთება არ სურს. ვაქცინის გაკეთებისთვის მხოლოდ 38%-ია მზად.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 30%-ს, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ უნდა, სურს, დაელოდოს ვაქცინის გამოცდის დამთავრებას, 30-ს ვაქცინის გვერდითი ეფექტების ეშინია, ხოლო 12%-ს უკუჩვენება აქვს ვაქცინაზე. 12% კორონავირუსის აცრის გაკეთების აზრს ვერ ხედავს, ხოლო 10%  ზოგადად ყველა ვაქცინას ეწინააღმდეგება. 

ცენტრ Levada-ს მიერ გამოკითხულთა 57%-ს ეშინია კორონავირუსით დაინფიცირების, 41%-ს კი არ ეშინია.

Sputnik V პირველი რუსული დაპატენტებული და დარეგისტრირებული ვაქცინაა. ის გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა.

11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააანონსა, რომ რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ვაქცინა, შეცვლილი სახელით, Sputnik V. ვაქცინა დაამტკიცეს მანამდე, სანამ მესამე ფაზის ცდები დაიწყებოდა. ვაქცინის ექსპერტები ამას სარისკო ნაბიჯად თვლიან. პუტინის ბრძანებით რუსეთში ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო.

კომენტარები