დეკანოზი ილია: პრეზიდენტმა სამარცხვინო რამ ჩაიდინა – 25 დეკემბერი მარტო კათოლიკეებს მიულოცა

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საშობაო მილოცვას ეხმაურება. ზურაბიშვილმა ქრისტეშობა "კათოლიკურ სამყაროს" მიულოცა – მიუხედავად იმისა, რომ 25 დეკემბერს ქრისტეშობას პროტესტანტების აბსოლუტური უმრავლესობა და მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა, 10 ავტოკეფალიური ეკლესია ზეიმობს.

დეკანოზი წერს, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამარცხვინო რამ ჩაიდინა და პროტესტანტები და მართლმადიდებლები უგულებელყო.

"საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამარცხვინო რამ ჩაიდინა-წამოროშა (აბა სხვა რა ვუწოდო?!) და 25 დეკემბერი მარტო კათოლიკურ სამყაროს მიულოცა, პროტესტანტული ქვეყნები და მოსახლეობა დააიგნორა, მსოფლიოს მილიონობით მართლმადიდებელი, საბერძნეთიდან დაწყებული დარუმინეთ-ბულგარეთით დასრულებული,  უგულებელყო. რა ღმერთი გაგიწყრა: ბავშვობიდან რომ გაიზარდე და მრევლი გერქვა პარიზის წმ ნინოს ქართული ეკლესიის, რომელიც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ემორჩილება, 25 დეკემბერს არ აღნიშნავდით ახალი სტილით შობას და დღემდე ასე არაა ამ ეკლესიაში?! კათოლიკური ეკლესიის მრევლი იყავი?! ეს რა ამნეზია გჭირს, თუ რა მავნებლობაა?!

p.s. ტვიტერზე გამოასწორა მერეო, მის ფეისბუკზე ისევ ისეა პირვანდელი სახით ამ წუთასაც". – წერს დეკანოზი. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მილოცვა მალე დააზუსტა, მან ქრისტეშობა ყველას მიულოცა, ვინც აღნიშნავს.

კომენტარები