მე-10 მოწვევის პარლამენტი

ელენე ხოშტარიამ დეპუტატის ხელფასი პარლამენტს უკან გადაურიცხა

ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტს დეპუტატის ხელფასი უკან გადაურიცხა.

"პარლამენტმა  - არ ვიმჩნევთ, რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს:-) წამებში მიიღეს უკან". – წერს ელენე ხოშტარია Facebook გვერდზე.

ელენე ხოშტარიამ და ევროპული საქართველოს სხვა წევრებმა უკვე მიმართეს განცხადებით პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმებისთვის. ამ დროისთვის ოპოზიციის 60 დეპუტატიდან დიდმა ნაწილმა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. 

კომენტარები