მეათე მოწვევის პარლამენტი

წულუკიანი: გახდი ეპისკოპოსი და არ წახვალ ჯარში ანტისახელმწიფოებრივი იდეაა

კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, გირჩის მიერ დაფუძნებული ბიბლიური თავისუფლება ანტისახელმწიფოებრივი იდეაა და ის შეშფოთებულია, რომ ამას არაერთი ახალგაზრდა იზიარებს.

"უნდა გვაშფოთებდეს ის, რომ ანტისახელმწიფოებრივი იდეები თავისუფლებად არის მონათლული და არა მხოლოდ მონათლულია, ამას, ჩვენდა სამწუხაროდ, არაერთი ახალგაზრდა დღეს იზიარებს და უნდა გავშფოთებდეს ის, მე მაშფოთებს და ვიცი, რომ არ ვარ ამაში მარტო, რომ ჩემს მშობლიურ უბანში, თბილისში, ე.წ. პლეხანოვზე ისეთი ანტისახელმწიფოებრივი იდეებით მანიპულირების შედეგად, როგორიც არის "გახდი ეპისკოპოსი და არ წახვალ ჯარში", არაერთმა განათლებულმა და ძალიან პატივსაცემმა ახალგაზრდამ ანტისახლმწიფოებრივად მოქმედ პოლიტიკურ ძალას მასიურად მისცა ხმა". - თქვა წულუკიანმა.

2017 წელს დაარსებული ბიბლიური თავისუფლება ახალგაზრდებზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ასარიდებლად ღვთისმსახურის ცნობებს გასცემს.

კომენტარები