მეათე მოწვევის პარლამენტი

წულუკიანი: დღეს თუ გვყავს თანამედროვე ქართველი მეცენატები, ესაა ივანიშვილი და მისი ოჯახი

ტრენდობის ნაწილია, რომ გაგვიქრონ მადლიერების განცდა და მადლობის თქმა იყოს სირცხვილი... დღეს თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი და თუკი მათ ახსენებ და იტყვი მადლობას, მავანს სურს, რომ დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი, რომ ეს საერთოდ რა არის და სირცხვილადაც უნდა იყოს მადლობის თქმა ცნობილი. არადა იმ სფეროში, რა სფეროშიც მე და ჩემი კოლეგები კომიტეტში [განათლებისა და კულტურის] ვართ, სწორედ ის არის და მისი ოჯახი თანამედროვეობის ქართველი მეცენატი. 

ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი, მეათე მოწვევის პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.  

კომენტარები