მე-10 მოწვევის პარლამენტი

ქეთი დუმბაძე გახარიას: ევროკავშირისკენ სავალ გზაზე რა ადგილი და როლი მიენიჭება კულტურას?

საქართველოს ევროკავშირისკენ სავალ გზაზე რა ადგილი და როლი მიენიჭება კულტურას?

ასევე, უდიდესი, მათ შორის მორალური ზიანი მიადგა სახელოვნებო სფეროს ყველა შტოს, მწერლობას, სახვით ხელოვნებას, თეატრს, კინოს, საშემსრულებლო სექტორს, განსაკუთრებული დარტყმა მიიღო საგამომცემლო ინდუსტრიამ, სახელოვნებო განათლებამ. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს, როგორ აისახება ახალ კრიზისულ გეგმაში და ქვეყნის ბიუჯეტში პანდემიის შედეგად დაზარალებული ყველაზე მოწყვლადი სფეროს, კულტურის და, შესაბამისად, კულტურის მოღვაწეთა პრობლემები და საჭიროებები. ასევე გვაინტერესებს, როგორ გადაწყდება კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი

ქართული ოცნების დეპუტატმა ქეთი დუმბაძემ პარლამენტის ერთპარტიულ სხდომაზე, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართა.

კომენტარები